Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარინე მაჭავარიანის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 5 თებერვალს, 17 საათზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ატარებს ფილოლოგ-კლასიკოსისა და ანტიკური ფილოსოფიის ისტორიკოსის, მარინე მაჭავარიანის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს.

 

პროგრამა

 

პრეზენტაცია წიგნისა: მარინე მაჭავარიანი. ბოეთიუსი და მისი ფილოსოფიის ნუგეში. ბოეთიუსი. ფილოსოფიის ნუგეში, ლათინურიდან თარგმნა გვანცა ფოფხაძემ, თბ. 2024, გამომც. Carpe diem.

გამომსვლელები: თინა დოლიძე, ნანა ტონია, ალექსანდრე ალადაშვილი, დალი დავითაშვილი

მოგონებები
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, თსუ მერვე კორპუსი, 220-ე ოთახი

ინსტიტუტის დირექცია

თარიღი: 29/01/2026